planeta.ge Posted April 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2022 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 32.1 ლარით გაიზარდა და 238 ლარი შეადგინა. თებერვალთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6.9 ლარით არის გაზრდილი. ამასთან, მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 211 ლარი იყო, რაც 28.4 ლარით აღემატება 2021 წლის მარტის მაჩვენებელს. 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც კალორიების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად, დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts