Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება – ადვოკატის განცხადება


Recommended Posts

 მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ამ დრომდე არ ეძლევა მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება, როგორც კონსილიუმის წევრ ექიმებს, ასევე მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად შესაცვლელად არავითარი ღონისძიება სახელმწიფოს არ განუხორციელებია. შესაბამისად, მას ვერ უტარდება და არ უტარდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მომსახურება, რაც შეუძლებელია ჩატარდეს ამ დაწესებულებაში. ამაზე არაერთხელ მიუთითა არაერთმა პროფესიონალმა ექსპერტმა მედიკოსმა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად და სამწუხაროდ არსებობს საფრთხე, რომ მიგვიყვანს ძალიან საშიშ შედეგამდე”, – ამბობს შოთა თუთბერიძე

The post მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება – ადვოკატის განცხადება appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...