planeta.ge Posted April 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2022 თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: “ახალი რეგულაციები და ჯარიმების გაზრდა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოგვეწესრიგებინა. შესაბამისად, პარლამენტში შევედით საკანონმდებლო ცვლილებით და პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით უკანონო მშენებლობა, სართულიანობის რაოდენობის გადამეტება და ა.შ. გახდა სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მუნიციპალური მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება ხდება. რა თქმა უნდა, ესეც კატეგორიულად მიუღებელია და არასდროს თავს არ დავუხრით და არ გავჩერდებით, როდესაც ასეთ ფაქტებს წავაწყდებით. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო. სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, არასოდეს დავუშვებთ უკანონო მშენებლობებს.” The post “უკანონო მშენებლობა,სართულიანობის რაოდენობის გადამეტება, სისხლის სამართლის დანაშაული გახდა” – კახა კალაძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts