planeta.ge Posted March 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2022 რუსეთის ძალების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი იური ფომიჩევი გათავისუფლებულია. უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ცნობით, ქალაქ სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი დემონსტრაცია გრძელდება. მანამდე, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პავლიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, დაიკავეს ქალაქის საავადმყოფო და გაიტაცეს მერი იური ფომიჩევი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ასევე ჰაერში ცეცხლი გახსნეს უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, ასევე ისროლეს შუქ-ხმოვანი ყუმბარა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts