planeta.ge Posted March 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2022 გასული ერთი კვირის მონაცემებით, Covid-19-ის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საგრძნობლად იკლო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 7 დღის განმავლობაში ვირუსი მასწავლებელთა 0,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება.„სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი, გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 71-მა მასწავლებელმა გამოთქვა.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვლავ მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან სკოლების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში Covid-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი.ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში მიმდინარეობს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.ამასთან, სკოლებში აქამდე არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.The post განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts