planeta.ge Posted March 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2022 მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მდგრადი განვითარების საკითხებში ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანაც დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მან უკრაინაში პუტინის ომი გააპროტესტა.ანატოლი ჩუბაისი ჯერჯერობით არ ეკონტაქტება მედიასაშუალებებს და არც არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ამ დროისათვის უცნობია, სად იმყოფება იგი. თუმცა გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტებმა თურქეთში დააფიქსირეს ერთ-ერთი ბანკომატიდან ფულის მოხსნის დროს. როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რუსეთის პოსტსაბჭოთა ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექსხელმძღვანელი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს.მაგრამ ქალბატონ ლელა კაკულიას, რაღა თქმა უნდა, ანატოლი ჩუბაისის შესახებაც აქვს ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, ვინაიდან ამ პიროვნებამ დიდი როლი უნდა შეასრულოს რუსეთში ახალი პრეზიდენტის მოყვანაში. რამდენიმე ძველ წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ.1996 წელი, 22 ნოემბერირუსეთში დიდი გადატრიალება მზადდება. ჩუბაისი შეიძლება მოვიდეს პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე, მაგრამ პრეზიდენტი არასდროს გახდება. პრეზიდენტი სხვა იქნება.2000 წელი, 21 მარტირუსეთის პრეზიდენტი პუტინი განწირულია. მისი პოლიტიკა არ გაამართლებს, იმიტომ, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი. ის მეომარია.არც არავის დაუგდებს ყურს, იგი დიქტატორია. დაერევა „დუმას“, არ მისცემს არავის მისი ლანძღვის საშუალებას – პირდაპირ სამაგიეროს გადაუხდის. რუსეთის მთავრობა შეირყევა. თავიდან მოსწონთ მისი ნაბიჯები, მერე კი ყველა გამწარდება. ამაზე პრესაც ალაპარაკდება. ევროპასა და ამერიკასაც გააღიზიანებს, ძალიან გათავხედდება, ბევრს გადაიმტერებს. ამ პიროვნებაში მიძინებული სატანაა. ვაი ყველას!იგი დიდ დარტყმას მიაყენებს არა მარტო მთავრობას – კრემლს, არამედ რუს ხალხსაც. ომს არ ამთავრებს, „ომი მოსწონს!“ – ასე იტყვიან კიდეც.ბევრს დაიპირისპირებს და მტრად გაიხდის ძლიერებს ამ ქვეყნისა. ჰოდა, აქედან დაიწყება ყველაფერი. პუტინი არც კომუნისტებს მოსწონთ მომავალში, არც დემოკრატებს და არც ანარქისტებს.და აი, აქ უცებ გამოჩნდება ჩუბაისი; თავად სურს თუ არა, ამოტივტივდება. მას უზარმაზარი, დიდი ფული აქვს. ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც გაუწევს წინააღმდეგობას პრეზიდენტ პუტინს და მოუგებს კიდეც ასი პროცენტით.მოგვიანებით არენაზე, თვითონაც რომ არ ელის, ისე, ჩნდება რუსეთის პრეზიდენტად ნაწინასწარმეტყველები კაცი…“ – წერდა ლელა კაკულია.The post “ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც გაუწევს წინააღმდეგობას პუტინს და მოუგებს კიდეც!“ – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება რუსი, გავლენიანი პოლიტიკოსის შესახებ appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts