planeta.ge Posted March 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2022 საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა.“ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის ცსკა-ს დატოვება, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. პირველ რიგში, ომი რუსეთში არ დაწყებულა, თუმცა ვიგრძენი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხის ქვეშ იყო. ასეთ სიტუაციებში, არასდროს იცი რა მოხდება და როგორ შეიცვლება წამებში სიტუაცია. მსურდა ოჯახი სრულად დაცულად ყოფილიყო და შემდეგ დავიწყე მცდელობები ხელშეკრულების გაწყვეტაზე”“რა თქმა უნდა, ქართველობა გადამწყვეტი ფაქტორი იყო კლუბის დატოვებაში. ხალხი მეკითხებოდა – “რატომ გადაწყვიტე ცსკა-ში გადასვლა”?. ცსკამ მნიშვნელოვანი კონტრაქტი შემომთავაზა და მანამდე არ მოვაწერე ხელი, სანამ არ მეცოდინებოდა, რომ ნაკრებში თამაშს კვლავ შევძლებდი. აქედან გამომდინარე და სხვა მომენტებიდანაც, ცსკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია ევროპაში და ევროლიგის მოგების პერსპექტივამ მომხიბლა”“ამ დღეებში ვაანალიზებ, რომ რუსულ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება არ იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება. პრეზიდენტი, მწვრთნელები, გუნდელები – კლუბი ყველაფერს აკეთებდა, რომ თავი კომფორტულად მერძო, მაგრამ მე არასდროს ვიყავი ცსკა-ში წყნარად და საერთოდ ისეთი, როგორიც ვარ. მოედანზე ყველაფერს ვცილობდი, თუმცა ემოციურად არ ვეკუთვნოდი იმ ადგილს”“ასევე არ გვსურს პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში აირიონ, მიუხედავად ამისა, რაღაც სიტუაციებში ეს მაინც შეუძლებელია. უკრაინა-რუსეთის სიტუაცია არა მხოლოდ სპორტზე, ყველაფერზე გავლენას ახდენს. როგორც არ უნდა იყოს, ბედნიერი არ ვარ რუსული კლუბების ორგანიზაციებიდან გარიცხვით, რადგან იქ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ომს ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, ვინც ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, უკრაინელი ხალხია”, – განაცხადა თორნიკემ.შენგელიას თქმით, “ვირტუსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს და შემდეგ რას გააკეთებს არ გადაუწყვეტია.The post თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts