Jump to content
Planeta.Ge

“ბარსელონამ” ლევანდოვსკის ტრანსფერისთვის თანხა დაასახელა


Recommended Posts

“ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის “ბაიერნიდან” რობერტ ლევანდოვსკის გადმობირება სურს.

პორტალი Sport.es იუწყება, რომ კატალონიელები მზად არიან, პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა შესაძლოა, შეთავაზებული თანხა 60 მილიონამდე გაზარდონ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი მასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და მომატებულ ხელფასსაც სთავაზობს.

პოლონელი ფეხბურთელი ბავარიული გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 27 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

The post “ბარსელონამ” ლევანდოვსკის ტრანსფერისთვის თანხა დაასახელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...