planeta.ge Posted March 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2022 რუსეთის ნაკრების წარმოშობით ქართველი მცველი გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებისა და რუსული კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთის გამო საოცრად დამწუხრებულია.“საკვალიფიკაციო მატჩს დიდი ხანი ველოდებოდი. არაფერი არ იყო ჩვენზე დამოკიდებული და ყველაფერი უკვე დამთავრდა. გუშინ არცერთი შეხვედრისთვის არ მიყურებია. ვემზადებით მომავლისთვის, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, მზად შევხვდეთ. ყველაფერი პროფესიონალურად მიდის, სტანდარტების დაცვით.”“საერთოდ, ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმით, რაც მოხდა. იმ შესაძლებლობების წართმევით, რაც ასე გვსურდა, მაგრამ ჩვენ დიდები ვართ და ვეგუებით. ამჯერად წყნარი ვარჯიში იყო, არავითარი ოფიციალური მატჩი, მეტად აკურატულად. ხვალ ახალგაზრდულ გუნდს ვეთამაშებით. მთავარია, ტრავმა არ არის. ვცადოთ, რა იქნება.”“მსურს ევროპულ ტურნირებზე დაბრუნება, რაც შეიძლება მალე. მჯერა, ეს მალე დამთავრდება. მსურს დავიჯერო, რომ ზაფხულში მაინც”, – განაცხადა ჯიქიამ რუს ჟურნალისტებთან.რუსებს შეუძლიათ ბელარუსის, სირიასა და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებს გაეჯიბრონ.The post ჯიქია იმედოვნებს, რომ რუსეთის ნაკრებს ზაფხულში ეშველება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts