Jump to content
Planeta.Ge

“დიდი კაცის” ახლო ნათესავი და მეგობარი თუ არ ხარ, მონობაც ჭრის საქართველოში” – იაგო ფრანგიშვილი


Recommended Posts

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დედამიწის აბსოლუტურად ყველა ცოცხალ არსებას და ადამიანს განსაკუთრებით ესაჭიროება რესპექტი.

აი ამ რესპექტის მიღწევის ორი გზაა:

  1. ან ცდილობ უყვარდე საზოგადოებას, პატივს გცემდეს სიკეთისთვის, საქმისთვის
  2. ან ცდილობ რომ შიშით შექმნა ეს რესპექტი

არის მესამე გზაც და ეს საბჭოეთში ძალიან პოპულარული იყო.

ეს იყო გზა, რომელსაც ერქვა:

  1. ,,ეს იმის შვილია,,
  2. ,,ეს იმის ძმაკაცია,,
  3. ,,ეს ამ ქურდის ახლობელია,, და ამგვარი რამ.
  4. საქართველოში ეს მესამე გზა ჯერ კიდევ აქტუალურია.
    ამიტომაც გვყავს ასე ბევრი ობივატელი და რეზილიენტური, ხშირად მონური ფსიქოლოგიის ადამიანები.
    ,,დიდი კაცის,, ახლონათესავი და მეგობარი თუ არ ხარ, მონობაც ჭრის საქართველოში.
    ,,დიდი კაცის,, მომხრე თუ არ ხარ, რესპექტულობისათვის მასზე კბენა და ლაფდასხმაც ჭრის საქართველოში იმისთვის, რომ რაღაცას წარმოადგენდე.
    მოკლედ, დამოუკიდებელი ადამიანები, იქნება ეს კეთილი თუ ბოროტი, იქნება ეს სიყვარულითა და საქმის კეთებით რესპექტულობის მოსურნე, თუ იქნება ეს შიშით რესპექტულობის გზაზე დამდგარი, ადგანან საკუთარ გზას.
    ადამიანებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ შიშით მიაღწიონ რესპექტულობას, ერთი დიდი ლოგიკური აზროვნების პრობლემა აქვთ, იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ამ სატანური მოძალადის მიმართ რესპექტის გრძნობა ექნებათ, ლოგიკურად და ბუნებრივად მცირდება.
    ხომ ნათელია, რომ, ბოროტი გზით რესპექტულობისათვის პერმანენტულად უნდა ანადგურო და გამოხშირო საზოგადოება, შენი უახლოესი გარემო.ამიტომაც,  ერთადერთი ნაღდი და მდგრადი, სამომავლოდ მდგრადი რესპექტულობა შეუძლია ადამიანს მხოლოდ მისი კეთილი საქმით მიაღწიოს”,- წერს ფრანგიშვილი. 

The post “დიდი კაცის” ახლო ნათესავი და მეგობარი თუ არ ხარ, მონობაც ჭრის საქართველოში” – იაგო ფრანგიშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...