planeta.ge Posted March 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2022 ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსა და ამავე საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.„მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ. იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს.პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.ამასთან, სასულიერო პირმა ჟურნალისტის დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთის მხრიდან საპატრიარქოს მართვას ეხებოდა.„საქართველოს საპატრიარქო რუსეთიდან არ იმართება. არც ვფიქრობდი და არც მიფიქრია. ამის თქმა ჩვენი შეურაცხყოფაა“, – დასძინა მეუფე იაკობმა.შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უკრაინაში ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი იბადება.სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინასაც თავის დროზე უნდა ეღირსოს საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია“.The post “ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის…”-ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts