planeta.ge Posted March 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2022 დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. ამ მიზნით იგი ჯერ ქაშვეთის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დავით რატიანის ცხედარია დასვენებული. შემდეგ კი იგი თემქაზე, მარიამ მეგვიპტელის ეკლესიაშია იმყოფებოდა, სადაც ასევე გიორგი ბერიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.დავით რატიანსა და გიორგი ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მათი ცხედრები თბილისში 24 მარტს ჩამოასვენეს.დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენში 18 მარტს გარდაიცვალნენ. ორი ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ გაემგზავრა.კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. მისი გადმოსვენება ამ ეტაპზე ქალაქში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.The post დედაქალაქის მერმა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts