Jump to content
Planeta.Ge

tia "ასეა, ბედისწერას ვერავინ აცდება" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია?


Recommended Posts

1647855057_1645726668_1644141490_1642926763_1641748356_1638710867_1634475836_publika_ge-i-kakulia.jpg

წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.

 

"მეგობრებო,

ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა, იურისტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, სულ 140-მა კაცმა, რომელთა შორის ასევე არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები გორდონ ბრაუნი და სერ ჯონ მეიჯერი, ახალი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს, რომელიც ვლადიმირ პუტინის უკრაინაში ქმედებებს გამოიძიებს.

საამისოდ მათ სპეციალური პეტიცია გაავრცელეს, რომელსაც ერთ დღე-ღამეში 1 500 000 კაცმა მოაწერა ხელი.

https://secure.avaaz.org/campaign/en/prosecute_putin_loc/

პეტიციის ავტორების თქმით, ეს უნდა იყოს ნიურნბერგის პროცესის მსგავსი სასამართლო ორგანო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოუწყვეს ნაცისტ სამხედრო დამნაშავეებს.

ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ამონარიდს გაგახსენებთ ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან — მხოლოდ რამდენიმეს.

2009 წელი, 24 ივნისი

მსოფლიო კიდევ უფრო მეტად დაიძაბება. ყველგან დაძაბულობაა, მესამე მსოფლიო ომის პირასაა ყველაფერი მისული. ასეა, ბედისწერას ვერავინ აცდება, ვერც ადამიანები და ვერც ქვეყნები.

ერთი რამ მიკვირს: რატომ ჰგონიათ რუსებს, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები არიან? მათი ოცნებაა, აღადგინონ საბჭოთა კავშირი ძველი თხუთმეტი რესპუბლიკითა და საერთო დედაქალაქ მოსკოვით. ვხედავ, ეს არ მოხდება, მაგრამ ასეთი პოლიტიკა გამოიწვევს სხვა ქვეყნების გათამამებას, ირღვევა ბალანსი და იწყება მესამე მსოფლიო ომი. ეს ჯერ კიდევ 1987 წელს აღვწერე, 1993 წელს კი გამოვაქვეყნე. ფრთხილად! წინასწარმეტყველებაში მკაფიოდ ჩანს რუსული პოლიტიკის მხრივ მუსლიმთა ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიაც ოფიციალურად აღებს ევროპის კარს და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მცირე ერები ფაქტებით ამტკიცებენ გენოციდს რუსეთის მიერ. არსებობს საშინელი დოკუმენტური მასალები, ფოტოები...

‼️ მოკლედ, მომავალში ვხედავ, ევროპა მზადაა, მეორე ნიურნბერგის პროცესი მოუწყოს რუსეთს, მაგრამ ვერ ბედავს, როგორც ყოველთვის. ‼️

თუმცა ეს ყველაფერი იმ „სასამართლოსთან“ შედარებით, რომელიც რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დროს ელის მუსლიმებისგან, საერთოდ არაფერია.

გასაკვირია პირდაპირ, რუსეთი საკუთარი ხელით ითხრის სამარეს! და ამას მთელი მსოფლიო იხილავს.

2010 წელი, 20 მარტი

ვხედავ, ამერიკა მოულოდნელ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს და ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის. საქართველოს არ შეეხება არაფერი. ეს მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ინტერესების შეჯახებაა.

ვხედავ, ეს მართლაც სერიოზული, ძალზე სერიოზული, მართლა პოლიტიკური ომია.

ამერიკა იმ საკითხებს, რომელთაც აქამდე არ წყვეტდა საქმიანად (ეს საქართველოსაც შეეხება), მოულოდნელად გადაწყვეტს. აქ მოლაპარაკებები და შეხვედრები, ვხედავ, არაფრის მომტანია. რუსეთი თავის გეგმებს ანხორციელებს და უკან არ იხევს, საქმიანად მოქმედებს და თუ შეერთებული შტატები მყარ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ გადაგამს, ანუ არ დაიწყებს მოქმედებას, იგი წააგებს!

თუმცა მომავალში ამერიკას თვითონ რუსეთი აიძულებს, გადაწყვეტილებები განახორციელოს. ასევე ევროპაც, რომელიც რუსეთს უძვრება, მოულოდნელად უარყოფითად შეუბრუნდება და დიდ დარტყმას მიაყენებს მას. უბრალოდ ევროპის ქვეყნებში მთავრობები იცვლებინ, მოდიან მთავრობები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში არ შევლენ.

გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები რუსეთს უძვრებიან და მათი ვითომ მკაცრი მოთხოვნები — ეს თამაშია, რაც რუსეთმა კარგად იცის. ისინი ყოველდღე არღვევენ კანონებს ძალისმიერი მეთოდებით და არავინ უწყის, თუ რა სიურპრიზებს მოაწყობენ და რით გააკვირვებენ მსოფლიოს კრემლის ბინადარნი. თუმცა, ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც რუსეთზე დავინახე 20-25 წლის წინ, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება მთელი სიზუსტით და რუსეთს უდიდესი დარტყმა ელის უკვე ახლო მომავალში.

‼️ რუსეთის სახელმწიფოს კოსმოსი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობს და ამას ვერავინ შეაჩერებს. ‼️

ყველაფერი მოეკითხებათ კრემლის ბინადართ!

2010 წელი, 16 აპრილი

ვხედავ, დიდი პოლიტიკური ომი, ღია ომი იწყება [რუსეთთან დაკავშირებით], რაშიც ევროპა და ამერიკაც ჩაერთვება. რუსეთი, როგორც ყოველთვის, აგდებულად შეხედავს ამ ომს მაგრამ ვხედავ, ზუსტად აქ წაიმტვრევს რუსული პოლიტიკა ფეხს. მათი პოლიტიკა მთელ ევროპას გააღიზიანებს და არა მარტო ევროპას.

‼️ ფრთხილად, რუსებო! ეს იქნება საუკუნის სასამართლო და აქ ბევრი უცხო რამ ამოტივტივდება, რაც ღრმად იყო დამალული. ვხედავ, ხალხს არ ეშინია რუსული დათვისა. ეს ნიურნბერგის პროცესს ჰგავს. ‼️

ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება ასი პროცენტით!

2015 წელი, 24 იანვარი

ვხედავ, რუსეთს თავისი გასჭირვებია, მსოფლიო პოლიტიკაში დამარცხდება.

‼️ევროპამ იგი უკვე ოკუპანტად ცნო იურიდიულად, როგორც ვიწინასწარმეტყველე, პუტინს კი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ! ‼️", - წერს კაკულია.

 

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...