Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- უკრაინის დაზვერვა პუტინის შემცვლელის ვინაობას ასახელებს – “კრემლის ელიტა რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავს”


Recommended Posts

“უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება” – ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბორტნიკოვი ფსბ-ის მოქმედი შეფია და ის აქამდე პუტინის ყველა მკვლელობის შემსრულებლად ითვლებოდა.

“უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება. ძირითადი სამიზნე დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა.

დღეს სპეცსამსახურების დღეა. ჩემი ძველი ნაცნობი უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფი, არმიის გენერალი მიკოლა მალომუჟი რუსეთის ფრენების გეოგრაფიაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კრემლი აღმოსავლეთ რუსეთში საბჭოთა თავშესაფრების ინფრასტრუქტურას ამზადებს, რომელიც ბირთვული დარტყმის დროს სამეთაურო შემადგენლობის 2-3 თვიანი ევაკუაციის პირობებში ფუნქციონირებისათვის იყო განკუთვნილი. გენერლის აზრით, თანამედროვე ტექნიკის პირობებში ამ პუნქტებით სარგებლობა ერთ წლამდეც კი შეიძლება.

ამგვარი ბუნკერები და გვირაბები სხვადასხვა გასასვლელით პირადადაც მინახავს, გარკვეულ მანძილებზე ჩეხური უნიტაზით აღჭურვილი. ადგილადგილ ყუთები ეწყო პირველადი მოხმარების საგნებით (ალუმინის “კრუჟკა”, რეზინის ცექმები, ანტირადიაციული პასტა და სხვა) და აირწინაღებით. უნიტაზის მიმართ საბჭოთა და რუსის ჯარის დამოკიდებულება ცხადია- ყველა სამინისტროში ჩეჩმა იყო და ჩეხური უნიტაზი გვირაბში ცალსახად მოწმობს სამეთაურო და საუფროსო დანიშნულებას.

მალომუჟი თვლის, რომ რუსეთი ბირთვულ შეიარაღებას არ გამოიყენებს, თუმცა კრემლი არ გამორიცხავს ნატო-ს ჩართვას კონფლიქტში. როგორც ჩანს, მოსკოვი რაღაც უმსგავსობის ჩასატარებლად ემზადება და მოლაპარაკებებშიც დროს იგებს გადასაჯგუფებლად.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება. ძირითადი სამიზნე დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა.

ბორტნიკოვი ფსბ-ის მოქმედი შეფია და ის აქამდე პუტინის ყველა მკვლელობის შემსრულებლად ითვლებოდა. ბორტნიკოვის კისერზეა ლიტვინენკოს მოწავლა, ჩეჩენი საველე მეთაურების ლიკვიდაცია რუსეთის საზღვარგარეთ და თავად კავკასიაში. ნარიშკინისგან განსხვავებით, მას იცნობენ ადამიანად, რომელიც შეკითხვებს არ სვამს. გარდა მწვავე ღონისძიებებისა, ფსბ და შესაბამსიად ბორტნიკოვი აკონტროლებს კრემლის ეკონომიკურ საცეცებს:

ეკონომიკური უსაფრთხოების დანაყოფი მეტასტაზებივითაა ინფილტრირებული ყველა რუსულ ბიზნესში და მათ პოლიტიკურ ლოიალობას, ფინანსურ და ეკონომიკურ მანიპულაციებს უზრუნველყოფს. ეს სქემა ფსბ ხელმძღვანელობას და კრემლის ელიტას უმდიდრეს ადამიანებად აქცევს.

როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, პუტინის რეჟიმი სრულდება – თუნდაც, უბრალოდ, ასაკის გამო. ბოლო დროს ვ.ვ-მ “სტავკა” სამხედროებზე გააკეთა,შოიგუ შეჭმული მილიარდების გაპრავებასაც ცდილობს და მემკვიდრის სერჩევაში მონაწილეობის ადგილის დაჯავშნასაც, ამიტომ, ფსბ მხრიდან დესტრუქცია არ არის გამორიცხული.

ბუნებრივია, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ უკრაინული აქტიური ღონისძიება იყოს, პუტინ-ფსბ შორის არსებული უთანხმოების გაღრმავების მიზნით. ვ.ვ. უკმაყოფილოა, რომ მისმა ორგანიზაციამ უკრაინაში ხლებ-სოლი და ყვავილები ვერ დაახვედრა”, – წერს ანდრო გოცირიძე.

The post უკრაინის დაზვერვა პუტინის შემცვლელის ვინაობას ასახელებს – “კრემლის ელიტა რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავს” appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...