Jump to content
Planeta.Ge

პატრის ევრა მოკრივის კარიერას იწყებს


Recommended Posts

საფრანგეთის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მცველი პატრის ევრა მოკრივის კარიერას იწყებს. 40 წლის ფრანგი 30 აპრილს, ლონდონში, 28 წლის იუთუბბლოგერ ადამ სალეჰს დაუპირისპირდება.

“ძალზედ მოხარული ვარ იმით, რომ ცხოვრებაში პირველად მივიღებ მონაწილეობას კრივის მატჩში. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი კრივის ხალხს. სპორტის ეს სახეობა არამხოლოდ ძალა, არამედ სტრატეგია და ტექნიკაცაა. ჭადრაკს ჰგავს.

ყველაზე მეტად ვარჯიშის ტექნიკა მაღელვებს, რადგან ის სრულიად განსხვავდება ფეხბურთელთა ვარჯიშისგან. ბევრი მუშაობა, საკუთარი თავის გამოწვევა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა მინდა”, – ევრას სიტყვებს Givemesport-ი აქვეყნებს.

The post პატრის ევრა მოკრივის კარიერას იწყებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...