planeta.ge Posted March 20, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 20, 2022 ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ტექნიკური რეგულაციების გამო, გამოძახების შემთხვევაშიც, გარკვეული პერიოდი საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერ შეძლებს.როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” აღნიშნა, Fifa-ს წესებით, ნაკრებში თამაშისთვის საჭიროა ფეხბურთელმა ქვეყანაში 5 წელი უწყვეტად იცხოვროს.ჯოვინო 3 თვის განმავლობაში “როტორში” იყო წასული, რის გამოც, ჯერჯერობით, ვილი სანიოლის სურვილის შემთხვევაშიც, ფეხბურთელი თამაშს ვერ შეძლებს.იაშვილის განცხადებით, მუშაობა ამაზე უკვე მიმდინარეობს და როგორც წიტაიშვილი-ვაჩიბერაძის შემთხვევაში იყო, ესაც მოგვარებადია. სანიოლი ჯოვინოსაც (4 გოლი და 1 ასისტი) და მის თანაგუნდელებსაც აქტიურად აკვირდება – ბათუმის “დინამოდან” ამ შეკრებაზე ჩაბრაძე, მამუჩაშვილი და კუპატაძეა გამოძახებული.ბრაზილიელს ქართველი მეუღლე ჰყავს.The post ჯოვინო ფლამარიონი ჯერ საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts