planeta.ge Posted March 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2022 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომი – ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts