planeta.ge Posted March 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2022 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო და უსაფრთხოების მოლაპარაკებები რუსეთის ერთადერთი შანსია, თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი შეამსუბუქოს. „როგორც წესი, ასეთ დროს ვამბობდით – გაზაფხული მოვიდა; ახლა კი ვამბობთ – ომი მოვიდა. მაგრამ ჩვენ მაინც დავამარცხებთ ყველას, რადგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ერი ვართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 14 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ათობით ათასი დაშავდა და მან რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. „ასეთია ომის ფასი. ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სხვადასხვა საქონლის შეტანის გასამარტივებლად საბაჟო გადასახადის გაუქმების შესახებ განაცხადა. ასევე, მან იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის დროს სახლი და სამუშაო ადგილი დაკარგა, ფინანსური დახმარება და საცხოვრებელი ფართის გამოყოფა დააანონსა; ხოლო მათ, ვინც დევნილები შეიფარა, კომუნალური გადახდების გადახდას დაჰპირდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე საკოორდინაციო შტაბის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა ქვეყნებიდან შესული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების რეგულირებაზე. მისი თქმით, სახელმწიფო დახმარებას აღმოუჩენს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ჰუმანიტარულ დერეფნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან 180 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა გაყვანილი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები მიზანმიმართულად ცდილობენ, არ დაუშვან ჰუმანიტარული ტვირთების სხვადასხვა ქალაქებში მიწოდება. მისი თქმით, ეს მათი ტაქტიკაა, რომლითაც ქალაქებში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას ცდილობენ და უკრაინელებს ოკუპანტებთან თანამშრომლობას აიძულებენ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.