Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- უკრაინაში დაიღუპა პოლკოვნიკი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა


Recommended Posts

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი დაიღუპა.

Украинская правда-ს ცნობით, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი სერგეი სუხარევის მეთაურობით როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. საჰაერო-სადესანტო ჯარები რუსეთის შეიარაღებული ძალების „ელიტარულ” ქვედანაყოფად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სუხარევი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

2009 წლის იანვარში ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

The post უკრაინაში დაიღუპა პოლკოვნიკი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...