planeta.ge Posted March 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2022 გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში გააგრძელებს.თურქული გამოცემა A Spor-ი იუწყება, რომ 62 წლის გერმანელ სპეციალისტსა და “ფენერბაჰჩეს” შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. წყაროს თანახმად, ლიოვი თურქულ კლუბს მომდევნო სეზონიდან უთავკაცებს.“ფენერბაჰჩეში” ლიოვის მთავარი სატრანსფერო მიზანი მიუნხენის “ბაიერნის” ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე იქნება, რომელიც დღესდღეობით “ანდერლეხტში” იჯარის წესით თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელს ბავარიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მისი საბაზრო ღირებულება რვა მილიონ ევროდ ფასდება.The post იოახიმ ლიოვის მომდევნო გუნდი ცნობილია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts