planeta.ge Posted March 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2022 რუსეთის ჩრდილოკორეიზაცია გრძელდება, აგრესორი ქვეყნის სპორტული ტელეარხი კი კვლავაც პუტინის რეჟიმის სამსახურშია.გუშინ ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ვესტ ჰემ იუნაიტედსა” და “სევილიას” შორის განმეორებითი მატჩი (2:0) გაიმართა. შეხვედრის 87-ე წუთზე მოედანზე ლონდონელთა უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი იარმოლენკო გავიდა, რა დროსაც ტელეკადრში ტრიბუნაზე აფრიალებული უკრაინის დროშები გამოჩნდა. იმისთვის, რომ რუსულ ტელეაუდიტორიას არ დაენახა, თუ როგორ უჭერს მხარს ცივილური სამყარო უკრაინას, რუსულმა ტელეარხმა აღნიშნული ეპიზოდი საარქივო კადრებით გადაფარა, რომელშიც უკრაინის სახელმწიფოს სიმბოლიკა არ ჩანდა. იარმოლენკომ მატჩის დამატებით დროში გოლი გაიტანა და “ვესტ ჰემს” ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოუტანა. რეალური ტრანსლაციის კადრში ისევ გამოჩნდა უკრაინის დროშა, რუსულმა ტელეარხმა კი ეს ეპიზოდი კვლავაც ძველი შეხვედრის მომენტით გადაფარა. შესაძლოა, ამის გამო უეფამ გარკვეულ ზომებსაც მიმართოს.აღსანიშნავია, რომ რუსების მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთ პრაქტიკას რუსულმა მაუწყებლებმა ინგლისის პრემიერლიგის მატჩების დროსაც მიმართეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. კერძოდ, რუსეთში ინგლისურ ფეხბურთს ტრანსლირება შეწყდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/ukr-flag.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/ukr-flag2.jpgThe post რა გააკეთა რუსულმა ტელეარხმა, როდესაც კადრში უკრაინის დროშები გამოჩნდა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts