planeta.ge Posted March 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2022 უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის 12 სამიზნე გაანადგურეს:“უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის 12 სამიზნე გაანადგურეს. მათ შორის 2 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი. განადგურებულია, ასევე, ოკუპანტების მძიმე ტექნიკის რამდენიმე კოლონა მიკოლაივისა და სუმის რაიონებში. დაიღუპა რუსეთის ფედერაციის გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი. არაა გამორიცხული, მტერმა დაიწყოს ღია მობილიზაცია გაჭიანურებული ომის გასაგრძელებლად. ამ ქმედების გამართლების მიზნით, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განხორციელდეს არაერთი პროვოკაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით, როგორც ეს კეთდებოდა ჩეჩნეთში. ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, შემოიღოს საომარი მდგომარეობა და მოქალაქეების საყოველთაო მობილიზაცია,”- აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსის აფეთქებას გეგმავენ:“დნეპროპეტროვსკში მოპოვებული სანდო ინფორმაციის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების ევაკუაციის შემდეგ, ნიგოიანის ქუჩაზე მდებარე N2 საქალაქო საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსს დაარტყეს. ისინი შენობის აფეთქებას გეგმავენ. დნეპროპეტროვსკში ჩასულ დასავლური მასმედიის წარმომადგენლების საყურადღებოდ ვაცხადებ, რუსეთის საჰაერო ძალებს არ ჰქონდათ და არ აქვთ სამხედრო დავალება საავადმყოფოს შენობის ან სხვა შენობის დანგრევაზე. კიევის ნაციონალისტური რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა იქნება, გამოგიყენოთ თქვენ დიდი პროვოკაციისთვის რასაც წარმატება არ უწერია,”- აღნიშნავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი.The post ..”ეს საშუალებას მისცემს პუტინის ხელისუფლებას, გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და მოქალაქეების საყოველთაო მობილიზაცია”- ოლექსი რეზნიკოვი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.