Jump to content
Planeta.Ge

ბათუმის “დინამოს” “დაკარგული” ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში!


Recommended Posts

საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურ მატჩს ითამაშებს. 25-ში ბოსნიასთან, 29-ში ალბანეთთან. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება. როგორც ვიცით, ჯაბა კანკავამ კარიერა დაასრულა და სანიოლს მისი შემცვლელის ძებნა მოუწევს.

ოთარ კიტეიშვილი ჯერ არ მომჯობინებულა, აბურჯანია და გვილია ბოლო პერიოდში ნაკლებად ჩანან, ისევე როგორც, ნიკა კვეკვესკირი.

ამ ფონზე, ბათუმის “დინამოს” 28 წლის ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს ნამდვილად უნდა მისცეს შანსი მწვრთნელმა. გუგამ ეროვნული ლიგის 4-ვე მატჩი ჩემპიონის რიგებში ძირითადში დაიწყო და 4-ვეში გამორჩეულიყო. თვითონ “დინამოს” ფანებიც გაოცებულები იყვნენ მისი ასეთი დაბრუნებით, როცა მანამდე 7 თვე გაუცდა.

ბათუმიდან საინტერესო იქნება ჯოვინო ფლამარიონის ნახვაც, რომელმაც 4 თამაშში 4 ბურთი შეაგდო და მშვენიერ ფორმაში შევიდა, თუმცა ბექა მიქელთაძე, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე, დავით ვოლკოვი და სხვა ბიჭებიც ძალიან მაგრად ათამაშდნენ და ჯოვინოს გამოძახება ნაკლებად სავარაუდოა გუგასგან განსხვავებით.

რომ არა გაგნიძის ტრავმა, მისი ახლა გამოძახებაც მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა.

 

The post ბათუმის “დინამოს” “დაკარგული” ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...