Jump to content
Planeta.Ge

შესაძლოა, პარიზში პოჩეტინო სიმეონემ შეცვალოს


Recommended Posts

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენიდან” მაურისიო პოჩეტინოს წასვლის შემთხვევაში, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე ითვლება.

პოჩეტინოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ის ფანებისა და პრესის მხრიდან გამუდმებული კრიტიკის ობიექტია, რის გამოც შესაძლოა, პოსტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევა სურს, თუმცა ეს უკანასკნელი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებაზე ფიქრობს. რაც შეეხება სიმონეს, ის პარიზული გუნდის გაწვრთნაზე თანახმაა.

დიეგო სიმეონესა და “ატლეტიკოს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.

The post შესაძლოა, პარიზში პოჩეტინო სიმეონემ შეცვალოს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...