Jump to content
Planeta.Ge

გურამ თუშიშვილი: “ამანაც ითამაშა როლი იმაში, რომ დღეს ოლიმპიური ჩემპიონი არ ვარ”


Recommended Posts

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა, +100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიხსენა.

ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”, 27 წლის სპორტსმენმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ოლიმპიადის მოგება ვერ შეძლო.

“ფსიქოლოგიურად, ვემზადებოდი, რომ ნახევარფინალში რინერს უნდა შევხვედროდი და არა ბაშაევს. თუმცა, უცბად რაღაც შეიცვალა. ბაშაევთან ძალიან პრინციპული დაპირისპირება მქონდა, რადგან მას ადრეც შევხვდი. ისრაელში, ევროპის ჩემპიონატზე დამამარცხა.

ფსიქოლოგიურად, იმ დღეს ყველაზე ძლიერად ვიყავი და ის [ბაშაევი] უნდა დამემარცხებინა, სხვა გზა არ მქონდა. თავიდან, ვაგებდი, მაგრამ ისე ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, რომ ერთ წუთში ვაზარი გავაკეთე, შემდეგ კი იპონი. ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო გავძლიერდი და ჩემს თავს უფრო მეტი დავუმტკიცე.

ფინალში გასვლით, თავი ოლიმპიური ჩემპიონიც კი მეგონა. სადღაც, ალბათ, ამანაც ითამაშა იმაში როლი, რომ დღეს ოლიმპიური ჩემპიონი არ ვარ.

ფინალში რომ გავედი, ძალიან ტიტულოვანი ლუკაშ კრპალეკი შემხვდა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა მოგებული. იმ წელს ორჯერ დავამარცხე. ვიბრძოლე, მაგრამ წავაგე. დღესაც ვერ ვხსნი. დიდი სპორტსმენია და სათანადოდ ვერ შევაფასე, ამიტომ სამწუხაროდ, ბოლო წუთებში მომიგო. ძალიან ახლოს ვიყავი ოქროს მედალთან, მაგრამ რეალურად ყველაზე ძლიერი ის აღმოჩნდა, ვისაც არ ველოდი. ბევრი რამ ვისწავლე – ყველა მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. დიდი სპორტი ასეთი ყოფილა. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს პირველ ოლიმპიადაზე მედალი ავიღე. ამავდროულად, ძალიან მოწყენილიც ვიყავი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახლდით და შემეძლო ოლიმპიური თამაშებიც მომეგო.

ხელი არ მაქვს ჩაქნეული. 2024 წელს ოლიმპიადა პარიზში გაიმართება და უკვე ვემზადები ამ შეჯიბრისათვის. რაც იყო, იყო და იმას აღარაფერი ეშველება. ძალიან კარგია მეორე ადგილი, დაფასებაცაა, მაგრამ ჩემპიონებს სხვანაირად აფასებენ და მინდა, რომ ჩემს საქმეში საუკეთესო ვიყო”, – განაცხადა თუშიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

The post გურამ თუშიშვილი: “ამანაც ითამაშა როლი იმაში, რომ დღეს ოლიმპიური ჩემპიონი არ ვარ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...