Jump to content
Planeta.Ge

ტოჩინოშინი: “უკრაინას ბომბავენ, ჩემი სამშობლოც საფრთხეშია”


Recommended Posts

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე იაპონურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლევან გორგაძის თქმით, საქართველო და უკრაინა ერთმანეთის ახლობელი ქვეყნები არიან და საფრთხეში მისი სამშობლოც იმყოფება.

“უკრაინას ბომბავენ. ბავშვები იღუპებიან, რაც ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. ომი ყველაზე ცუდი რამ არის. ჩემს ქვეყანასაც ბევრი ომი აქვს გამოვლილი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მშვიდობა ყველაზე კარგია. ჩვეულებრივ ადამიანებს ომი არ სურთ. საფრთხეში მხოლოდ უკრაინა არ არის, საფრთხეშია ჩემი სამშობლო – საქართველოც. უკრაინა და საქართველო ერთმანეთისათვის ძალიან ახლობლები არიან. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ იმედი მაქვს ომი მალე დასრულდება”, – განაცხადა გორგაძემ.

ტოჩინოშინმა მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ორი დაპირისპირება გამართა, მისი ბალანსი კი ასეთია – 1:1.

The post ტოჩინოშინი: “უკრაინას ბომბავენ, ჩემი სამშობლოც საფრთხეშია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...