planeta.ge Posted March 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2022 მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი ბრალს აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბაკაშვილი აღნიშნულ პოზიციას დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააფიქსირებს, დაცვის მხარე კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.რაც შეეხება მეორე პატრულ-ინსპექტორს, ნუკრი ბაქრაძეს, რომელსაც უშუალოდ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას ედავებიან, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს.პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.ცნობისთვის, შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts