Jump to content
Planeta.Ge

“მოკლედ, ეს სცენარი იქნება..”-დემურ გიორხელიძე რუსეთის ხელისუფლების შეცვლაზე


Recommended Posts

ექსპერტი დემურ გიორხელიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ექსპერტი რუსეთში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც ომის შემდეგ, შეიძლება მოხდეს.

„რუსების ისტორიული კატასტროფა და ტრაგედია ისაა, რომ სახელმწიფო კონსტრუქცია ვერ ააგეს, ისტორიული ტრაექტორია განვითარებისა არ იყო უწყვეტი და საკუთარი კულტურული წიაღიდან გამომდინარე: წყვეტები იყო უზარმაზარი ნახტომებით და სრულიად სხვადასხვა პარადიგმებზე აგებული!

უკანასკნელი ტრაგედია რუსებისა – ეს 90-იანი წლებია!

არ შეიძლება უდიდესი დამოუკიდებელი სახელმწიფო კრიმინალზე, უსაზიზღრეს კორუფციასა და მაფიურ (კლანურ) სისტემაზე ააგო და ხელისუფლებაში მარიონეტები გყავდეს:

სახელმწიფო კარგავს თავის უმთავრეს ფუნქციას. რუს მილიარდერთა უდიდესი ნაწილი (მცირე გამონაკლისის გარდა), რუსული კრიმინალიდან გამოსული ხალხია, რუსული კრიმინალი კი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, მტაცებლური და დაუნდობელია მსოფლიოში! სწორედ ამ ოლიგარქებმა შეუქმნეს პრობლემები სახელმწიფოს!

რუსეთის თანამედროვე პოლიტიკაში კი არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი-ლიდერი, რომელიც რუსი ხალხის მართლაცდა უიშვიათეს შესაძლებლობებს გახსნიდა, ღირსეული ცხოვრების პირობებს შეუქმნიდა საკუთარი ეფექტური შრომის ხარჯზე მიაღწევდა, ალაგმავდა კრიმინალს, უსაზიზღრეს კორუფციას და ამ ფანტასტიკური რეალური სიმდიდრის ქვეყანას განვითარების ტრაექტორიაზე გაიყვანდა!

როგორც ვხვდები – როგორც კი ეს ამბები დასრულდება რუსეთის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ხელისუფლების გადაცემას გააკეთებს! აუცილებლად!

რამდენადაც შევნიშნე, კარგა ხანია ამზადებენ რამდენიმე ჯგუფს, მაღალი დონის განათლებაც მიაღებინეს: რუსეთში+დასავლეთში! თუ რაიმე წმინდა რუსული პოლიტიკური სამზარეულოს მორიგი უბედურება არ მოხდა, – რაღაც განსხვავებულია მოსალოდნელი, თუმცა რა შანსი აქვს იმ ჯგუფებიდან ვინმეს ხელისუფლებაში მოყვანას – ამას მხოლოდ რუსეთში არსებული სამი პოლიტიკური ელიტა განსაზღვრავს: სპეცსამსახურების ელიტა, სამხედრო ელიტა და ლიბერალური ელიტა. ეს უკანასკნელი 30 წელია უცვლელად აკონტროლებს საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს, სამხედროები გასაგებია ვინც არიან! აი, რამდენად სპეცსამსახურების ელიტამ გაქაჩა კრიტიკულ სიტუაციაში – ვერ გეტყვით! მოკლედ, ეს სცენარი იქნება, მაგრამ რუსული ელიტები – არაპროგნოზირებადია!“,- წერს დემურ გიორხელიძე.

The post “მოკლედ, ეს სცენარი იქნება..”-დემურ გიორხელიძე რუსეთის ხელისუფლების შეცვლაზე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...