planeta.ge Posted March 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2022 კინოცენტრში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტის შემდეგ, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, კულტურის მინისტრმა დასკვნა პროკურატურას გადაუგზავნა. აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის ხარვეზები, კორუფციული ნიშნები ტენდერებში, ნეპოტიზმის ფაქტები და ა.შ.მომზადდა დასკვნა, რომლის საფუძველიც კულტურის სამინისტროს სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი წულუკიანმა პროკურატურას გადაუგზავნა.ამ ეტაპზე, „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“ ხელმძღვანელის გარეშეა და გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე განახორციელებს.The post აუდიტის დასკვნის საფუძველზე თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts