planeta.ge Posted March 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2022 სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოკოლაჟს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, უკრაინის უმაღლესი რადას წევრ და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ დავით არახამიასთან ერთადაა გამოსახული, ირაკლი ზარქუა საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით ეხმაურება.„დღეს მთელი დღეა, ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით და თან არასწორი ინტერპრეტაციით. მე პირველ რიგში ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ და არც არაფერია ამაში ჩემი აზრით მისაბაძი. რაც შეეხება ხუმრობას და ხალისს ამ თემაზე, კი ბატონო, შეიძლება.უბრალოდ მინდა იცოდეთ, გარკვეული პროცედურების გამო, თმების გადაპარსვა მომიწია და ამიტომ 2 კვირა მიწევს ასე ქუდით სიარული. ეს არის და ეს,“- წერს ირაკლი ზარქუა.ცნობისათვის, ფეისბუქმომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ კეპიანი ირაკლი ზარქუასა და დავით არახამიას ფოტოს და წერენ, რომ ზარქუამ სტილი არახამიასაგან გადმოიღო. ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კეპით რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მისი განცხადებით, კეპით სიარულის აუცილებლობა სამედიცინო პროცედურითაა განპირობებული.The post “ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით და თან არასწორი ინტერპრეტაციით” – ირაკლი ზარქუა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.