planeta.ge Posted March 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2022 რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში მომღერალ, ალა პუგაჩოვას მიმართავს. "ჩემი ბლოგის ბოლო ვიდეოს ვწერ ახლა, ჩვენ გამოვედით კომფორტის ზონიდან, შემდეგ რა იქნება? ჩვენ იმუნიტეტი გვაქვს და მოვძებნით გზებს, როგორ შევაერთოთ ისევ ჩვენი გული და სხეული. ჩვენ არ დავიკარგებით, ისევ ერთად ვიქნებით, ჩემო პუბლიკა... ამ დღეებში „ინსტაგრამზე“ ჩემი საყვარელი მოძღვრის, ანდრეი ტკაჩოვის ვიდეო შემხვდა, რომელიც სიხარულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წავიდა. ამასთან აკავშირებით თბილისიდან დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მკითხა, მართალი იყო თუ არა ეს ინფორმაცია, მართლა დატოვა თუ არა ალა პუგაჩოვამ რუსეთი? - მე ეს ინფორმაცია დავუდასტურე. - როგორ, რუსეთი წავიდა რუსეთიდანო? - გაუკვირდა მას. ეს იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანისთვის ალა პუგაჩოვა რუსეთის სიმბოლოა და ალა პუგაჩოვა არის რუსეთი!!! ალა ბორისოვნა, თქვენი პასუხი ამ ვიდეოზე იყო ბრწყინვალე, გონებამახვილური და ფანტასტიკურად ნიჭიერი. თქვენი შემოქმედება, რომელიც პირადად მე მაინტერესებს. მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი მსახიობური ნიჭი, თქვენ მღეროდით ისეთ კომპოზიციებს და გვაძლევდით არტისტიზმის საოცარ მაგალითს. ქალი, რომელიც მღერის... ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლებთ, ალა ბორისოვნა, თქვენ ჩვენი ალა ხართ და ჩვენი იქნებით ყოველთვის“, - ამბობს თეონა კონტრიძე. შეგახსენებთ, ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად უკრაინასთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთი დატოვა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts