planeta.ge Posted March 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2022 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.“ამჟამად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებიდან. სადგური გათიშულია. ხელმისაწვდომი დიზელის გენერატორების რესურსი განკუთვნილია უსაფრთხოების სისტემების მუშაობისთვის 48 საათის განმავლობაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ უკრაინელ ხელოსნებს ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად უარი უთხრეს. სამაგიეროდ, შევიდნენ ბელარუსი სპეციალისტები.“ოკუპანტებმა სადგურში შესასვლელად უკრაინელ ხელოსნებს უარი უთხრეს. სამაგიეროდ იქ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით „ბელარუსი სპეციალისტები“ წავიდნენ. მათ შორის, ატომურ ელექტროსადგურებზე რუსი დივერსანტებიც შედიან ტერაქტის მოსაწყობად“, – წერია განცხადებაში.The post ვლადიმერ პუტინის საზარელი გეგმა – ცნობილია რას გეგმავს რუსეთის დიქტატორი appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts