Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- “მივიღე გადაწყვეტილება რომ…“ – რამდენიმე წუთის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიახლე გააჟღერა


Recommended Posts

“ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო! დღეს არის დღე, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მიგვანიშნებს, ვინ ვის მხარესაა. რუსული ბომბი მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაეცა. შენობა ბოლომდე დანგრეულია. ამ დროისთვის 17 დაშავებული გვყავს.

მაინტერესებს, რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციას საბავშვო ბაღი ან სამშობიარო? ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სამშობიაროებისა და საბავშვო ბაღების ეშინია და მათ ანადგურებს.

ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო, ერთიანები უნდა ვიყოთ და რუსეთს პასუხი ერთად უნდა ვაგებინოთ ჩადენილი დანაშაულისთვის.

სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხორციელდება უკრაინელების გენოციდი.

ევროპელებო, თქვენ ვერ იტყვით, რომ არ გინახავთ, რა დაემართათ უკრაინელებს, რა დაემართა მარიუპოლის მოსახლეობას. თქვენ ნახეთ, იცით. ჩვენ არ გავაკეთეთ და არც არასოდეს გავაკეთებდით ამ ომის დანაშაულის მსგავსს დონეცკის, ლუგანსკის ან რომელიმე სხვა რეგიონის ქალაქში.

სანქციები ისე უნდა გაამკაცროთ, რომ მათ ამ გენოციდის გაგრძელება ვერ შეძლონ. ისეთი ზეწოლა უნდა მოახდინოთ რუსეთზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ეს სიმხეცე შეაჩერონ.

ყველა ხერხით ვცდილობთ, მსოფლიოს ლიდერებს ის გავაკეთებინოთ – ან ჩაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან თვითმფრინავები მოგვცენ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია…

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება და ამ დროისთვის, 35 000 ადამიანია გადარჩენილი.

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევჩენკოს პრემია გადავცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ეროვნული კულტურის გაძლიერებაში. იმედი მაქვს, როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, ჩვენს კულტურასაც ყურადღება მიექცევა. მას უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

The post “მივიღე გადაწყვეტილება რომ…“ – რამდენიმე წუთის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიახლე გააჟღერა appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...