Jump to content
Planeta.Ge

ყველა ხვიჩაზე გადავრთეთ, მაგრამ რა ხდება ზურიკო დავითაშვილის თავს?


Recommended Posts

იმ ფონზე, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია და ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, ზურიკო დავითაშვილი ნაკლებად ჩანს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ რუსეთს დავითაშვილიც დატოვებს.

“რუბინი” უკვე 3-მა ლეგიონერმა დატოვა და საერთოდ, რუსეთიდან 50-ზე მეტი უცხოელი წავიდა. ქართველების შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია არის და მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ხვიჩასთან ერთად ზურიკოსაც სურს რუსეთიდან წასვლა. კვარასაგან განსხვავებით მას კონტრაქტი 2023 წელს ეწურება (კვარას 2024 წელს) და მასში გაცილებით ნაკლებს მოითხოვს “არსენალი” გაყიდვის შემთხვევაში.

ორივე მათგანის აგენტი მამუკა ჯუღელია, ბიჭებს ერთმანეთთან, როგორც თქვეს, ძმური ურთიერთობა აქვთ და არც ის გამოვრიცხოთ, რომ ორივე მათგანი გარკვეული პერიოდი ერთ კლუბში აღმოჩნდეს.

დავითაშვილი ახლა ტულის “არსენალში” გამოდის და გუნდში მხოლოდ 3 ლეგიონერია. 2 ზამბიელი და ერთი ბოსნიელი დესპოტოვიჩი.

The post ყველა ხვიჩაზე გადავრთეთ, მაგრამ რა ხდება ზურიკო დავითაშვილის თავს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...