planeta.ge Posted March 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2022 რუსეთის ნაკრების მესვეურებს ყოველთვის ყოველთვის დიდი თანხის შეთავაზებებით და ევროპის/მსოფლიო ჩემპიონატზე მეტი გასვლის პერსპექტივით მრავალი ფეხბურთელი გადაუბირებიათ, ჰქონდათ მცდელობები გამორჩეული ქართველი ფეხბურთელებიც “მოესყიდათ”, მაგრამ ამ ბიჭების მიმართ არაფერი გამოუვიდათ.5. ზაზა ჯანაშიაhttp://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/janas.jpgჯანაშიამ კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის “ლოკომოტივში” გაატარა. 1996 წელს “ლოკოში” გადავიდა, 20 წლის ბიჭმა მალევე დაიწყო გოლების გატანა და შეთავაზება მიიღო რუსეთის ნაკრებიდან, მაგრამ 1997-წელსვე საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენ ნაკრებში ითამაშა.4. გია გრიგალავაhttp://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/gqe.jpgგრიგალავას რუსეთის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 1 მატჩი აქვს ჩატარებული. მან კარიერა სხვა ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით პირდაპირ რუსეთში დაიწყო და 2007 წლიდან მოყოლებული 2011-წლამდე სანამ საქართველოში გამოიძახებდნენ, “როსტოვში”, “მოსკოვში” და “ვოლგაში” გამოდიოდა. ბოლოს, გიამ მოსკოვსს თბილისი ამჯობინა.3. საბა კვირკველიაhttp://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/sabu.jpgფაბიო კაპელოს დროს რუსეთის ნაკრებს ცენტრალური მცველების დიდი პრობლემა ჰქონდა. საბას აქტიურად არწმუნებდნენ, მაღალი ფინანსური შეთავაზებებიც მიიღო, მაგრამ ასეთი რამ განაცხადა: “თავიდანვე მესმოდა, რომ საქართველოს ღირსება უნდა დამეცვა. მე ხომ იქ დავიბადე, ვალდებული ვარ ამ გუნდის ღირება და ფერებიც დამეცვა. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ აღმძვრია”2. ჯანო ანანიძეhttp://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/janiu.jpg2007 წელს 15 წლის ანანიძე მოსკოვის “სპარტაკში” მივიდა და თავი ისე გამოიჩინა, 17 წლის ბიჭი მოსკოვის “სპარტაკის” ძირითადში ათამაშეს. რუსებს ეგონათ, ხელში მარგალიტი ჩაიგდეს, 9 თამაშში 3 გოლი ასეთ ასაკში უბრალოდ საოცარი იყო და მაშინვე ეცადნენ მის მოხიბვლას, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ოჯახისა და ჯანოს მიერ ყველაფერი უკვე ადრევე იყო გადაწყვეტილი.1.კახა ცხადაძეhttp://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/kaxu.jpgცხადაძე 1992 წელს დსთ-ს ნაკრებში ვიხილეთ. მაშინ ბევრმა კახა სამშობლოს მოღალატედ შერაცხა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რუსეთის ნაკრებში გამოსვლაზე უარი თქვა, უარი განაცხადა დიდ ფინანსურ სარგებელზეც, ჩამოვიდა საქართველოში და თავისივე ფულით გაღარიბებულ გუნდს ფორმები უყიდა.არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველო რუსეთი ამჯობინეს. ამაზე, შემდეგ სტატიაში. The post 5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts