planeta.ge Posted March 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2022 საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ, რომელსაც კარიერის განმავლობაში “შახტარში”, “ოლექსანდრიასა” და “მარიუპოლში” უთამაშია, გადაცემა Sportშოუ-ში ანატოლი ტიმოშჩუკზე ისაუბრა.“ალბათ, საკმარისად არ უყვარს თავისი ქვეყანა, ისე როგორ უნდა უყვარდეს ყველა პატრიოტს. არანაირ ფინანსურ მოგებას არანაირი აზრი და ფიქრი არ აქვს, როცა შენ კარგად ხარ, ამ დროს კი შენ ქვეყანას უჭირს. მითუმეტეს, იმ სახელმწიფოში მუშაობ, რომელიც ქვეყანას ოკუპაციას უკეთებს, ყველაზე საშინელი რამაა. ბიჭებს ვისაც ველაპარაკე, ყველა მაგას აგინებს. ამდენი ბავშვი იღუპება, ამდენი ადამიანი, შენ კიდე ზიხარ თბილად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ მილიონს იღებ. ნებისმიერ ადამიანს ღამე რომ დაეძინება, ერთი ორ წუთიანი ფიქრი მაინც ექნება, სად ვარ ახლა და ჩემ ქვეყანას რა სჭირსო”, – განაცხადა თარგამაძემ.მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი 2017 წლიდან მოყოლებული “ზენიტის” მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს და უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული ხმა არ ამოუღია. The post დავით თარგამაძე: “უკრაინაში ვისაც ველაპარაკე, ყველა ტიმოშჩუკს აგინებს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts