planeta.ge Posted March 13, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2022 მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ახლა არ მიმდინარეობს და ის ორშაბათს, 14 მარტს არის დაგეგმილი , – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.იმავდროულად, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები “ახლა” მიმდინარეობს.”არა. მოლაპარაკებები ხვალ არის დაგეგმილი”, – განაცხადა პესკოვმა.მანამდე რუსეთის დელეგაციის წევრმა, სახელმწიფო დუმას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ წინა რაუნდებთან შედარებით, მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.მისი თქმით, ეს პროგრესი შეიძლება „უახლოეს რამდენიმე დღეში გადაიზარდოს ორივე დელეგაციის საერთო პოზიციად, ხელმოწერის დოკუმენტებად“. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts