planeta.ge Posted March 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2022 რუსეთია მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულმა ზარალმა 119 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ, უკრაინის ტელევიზიის ეთერში ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მინისტრის მოადგილის თქმით, საომარი მოქმედებების გაგრძელებით ზარალის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.ეკონომიკის სამინისტრო უკრაინის მშპ-ს პირველი ზარალის გამოთვლას რუსეთთან ომის შედეგად აპრილში დაიწყებს.„რაც შეეხება მშპ-ს, ჩვენ შევძლებთ ის შევაჯამოთ მხოლოდ მაშინ, როცა ეკონომიკის სამხედრო რეჟიმზე გადასვლიდან პირველი სრული თვე გავა, ანუ აპრილში შევძლებთ შევაჯამოთ მარტის შუალედური შედეგები და შემდეგ დავასახელოთ გარკვეული ციფრები. “- თქვა კუდინმა.მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან ზარალს ორი გზით ითვლის. გარდა მშპ-ს ზარალის გამოანგარიშებისა, სამინისტრო ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაზიანებასაც განიხილავს.The post რუსეთმა უკრაინას უკვე 120 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა – უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts