Jump to content
Planeta.Ge

tia 8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


Recommended Posts

1646670475_1646583563_1646241275_1646154223_1646074599_1645717646_1645633813_1645545685_1645457695_1645374350_1645200150_1645114695_1645114715.png

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

 

ვერძი

 

იღბლიანი დღეა, რაღაც ძალიან მნიშვნეოვანი მოხდება თქვენს ცხოვრებაში. ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კარგი ფორმა. მოსალოდნელია გაცემული ფული უკან დაგიბრუნდეთ. მარტივად მოაგვარებთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სიყვარული თქვენ ცხოვრებას გაალამაზებს.

 

კურო

 

დაგეგმილი მოგზაურობა დადებითი ემოციით აგავსებთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. ფინანსების სწორი მართვა შემოსავალს დაასტაბილურებს. საინტერესო სამუშაო გარემო თქვენი მუშაობის ხარისხს გაზრდის. შეყვარებულთან ერთად საღამოს კარგ ატმოსფეროში გაატარებთ.

 

ტყუპები

 

მეგობრებთან ერთად საინტერესო ვახშამი საღამოს სასიამოვნო დასასრულია. აკადემოურ ფრონტზე წარმატებას მიაღწევთ. სამსახურში უფროსი თქვენ შრომას დააფასებს. ოჯახში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა. კარგი დროა თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა შეაფასოთ და მიიღოთ გადაწყვეტილება.

 

კირჩხიბი

 

მოსალოდნელია საქმიანი ვიზიტით წახვიდეთ საზღვარგარეთ. პროფესიულ საქმიანობაში იმაზე მეტს მიაღწევთ ვიდრე გგონიათ. ხარჯების ზრდა ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით. ჯანმრთელობის პრობლემა წარსულს ჩაბარდება. კარიერული კუთხით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადადგათ სწორი ნაბიჯები.

 

ლომი

 

დღეს კარგი დღეა, შეყვარებული და ოჯახის წევრები თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოცვას და თვალყური ადევნეთ მიმდინარე მოვლენებს. ფინანსური კუთხით ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდება. სამსახურში წარმატებას მიაღწევთ.

 

ქალწული

 

ადამიანების დახმარება დადებითი ემოციით აგავსებთ. მოგზაურობა ახალ გამოცდილებას და ემოციას მოგიტანთ. მეგობართან კამათი დაგამწუხრებთ. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა გაქვთ და მალე მიაღწევთ სასურველ მიზანს. მეგობრის რჩევა გამოგადგებათ ფინანსების გასაუმჯობესებლად. დიდი ხნის ურთიერთობა შესაძლოა ქორწინებით დასრულდეს.

 

სასწორი

 

მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. კარგი იქნება აიღოთ შვებულება და ცოტა ხნით დაივიწყოთ ყოველდღიური პრობლემები. ოჯახი მუდამ მხარს დაგიჭერთ. ახალი ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტათ. ემოციური დღე გექნებათ და შესაძლოა გული მარტივად გეტკინოთ.

 

მორიელი

 

მოგზაურობა იმაზე სახალისო და საინტერესო იქნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით გგონიათ. ქონების შესაძენად ხელსაყრელი პერიოდია. ინვესტიციის ჩადების კარგი შესაძლებლობა გექნებათ. ოჯახის პატარა წევრს თავისი ოცნების ასახდენათ თქვენი დახმარება დასჭირდება. შეყვარებული გულს გატკენთ და განწყობას გაგიფუჭებთ.

 

მშვილდოსანი

ახალი გამოცდილებისა და უნარების შესასწავლად კარგი პერიოდია. ქონების გასაყიდად და ახალი შემოსავლის საძიებლად შესაფერისი პერიოდია. კარგი იქნება თუ ოჯახს მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობთ. შეძლებთ მარტივი გამოსავალი იპოვოთ კრიტიკული სიტუაციიდან, რაც გაზრდის თქვენ ავტორიტეტს.

 

თხის რქა

 

შესაძლოა ახალი სახლი შეიძინოთ. დღეს ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით და ეცადეთ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. კარგი იქნება თუ არაჯანსაღ საკვებზე უარს იტყვით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხარჯებს. მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.

 

მერწყული

 

თქვენს წინ უამრავი ახალი შესაძლებლობაა, მთავარია სწორი არჩევანი გააკეთოთ. ვარჯიში და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სამსახურში ყველა დავალებას მარტივად შეასრულებთ. უცხო ადამიანზე საინტერესო შთაბეჭდილებას მოახდენთ და შესაძლოა თქვენსკენ პირველი ნაბიჯიც გადმოდგას.

 

თევზები

 

პროფესიულ საქმიანობაში ყველაფერი კარგად მიდის. თქვენი პასუხისმგებლობის შეგრძნება ყველას გააოცებს. სამსახურში ფოკუსირდით საქმეზე და შეასრულეთ დაკისრებული დავალება. მოსალოდნელია მცირე პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ არ განაწყენდეთ ყველაფერი მალე მოგვარდება. საყვარელი ადამიანი თქვენი განწყობის ასამაღლებლად ყველაფერს გააკეთებს.

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...