planeta.ge Posted March 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2022 თბილისში, 530 სამარშრუტო ტაქსიში რუსეთის მოქალაქემ ქართველ ქალს შეურაცხოფა მიაყენა, რაც შემდეგ მამაკაცებთან შელაპარაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ფეისბუქგვერდზე "ვარკეთილი" წერენ. "530 სამარშრუტო ტაქსში, რუს ბიჭთან შეკამათება, როგორ დასრულდა? ვინც იცით იქნებ დაწეროთ. ბოლოს ჩავიდნენ და ქუჩაში გააგრძელეს... ჰუალინგების წინ", - კითხულობს ჯგუფის წევრი, რომელსაც სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელი შემდეგ პასუხს სცემს: "მე ვიყავი იქ, შევესწარი როგორ მიაყენა რუსმა ნაძირალამ ქართველ ქალს შეურაცხყოფა. ქალმა მარშრუტკა გააჩერებინა მძღოლს და უთხრა რუსს ჩასულიყო. არსადაც არ ჩავალო, ვინ ხარ ამას რომ მთხოვ, შენ ჩადიო. მარშრუტკა სავსე იყო კურდღელი "კაცებით", არცერთმა ხმა არ ამოიღო. ბოლოს მე ვერ მოვითმინე, კაცები არ ხართ ხმა ამოიღეთ-თქო და შარი არ გვინდაოო და აგრძელებდა ეს ნაბიჭვარი რუსი ქალის შეურცხყოფას. მე წამოვხტი, ჩაეთრიე-თქო, მარა ასე თავხედურად იქცეოდააა...ბოლოს, ერთმა ქართველმა ბიჭმა მეგობრულად მხარზე ხელი დაარტყა, საქართველოში თუ ხარ ქართულად ისაუბრეო. ვინ ხარ, ხელს რომ მარტყამ აბა ჩამოდიო და ეს პატარა ქართველი ბიჭი ჩაიყვანა და კიდე კაი, იკაცეს ბოლოს და ჩაყვნენ. მერე აღარ ვიცი იმედია ჭკუა ასწავლეს", - წერენ ჯგუფ "ვარკეთილში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ. კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვისტოს ომის მერე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted March 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2022 (edited) ნუ ამ ინციდენტზე ხო არაფერს ვამბობ..( !!!), მაგრამ როგორც გავიგე, ამ ომოს წინ, ისევე, როგორც ჩვენთან, უკრაინაშიც შევიდა გარკვეული რაოდენობის რუსი მოქალაქეები (არ ვიცი, იქნებ ჭორია) და როგორც ასევე გავიგე, შემდეგ, დივერსანტები აღმოჩნდნენ..ისე ბოდიშით, მაგრამ ჩვენი უშიშროება ხო "შაურმაჭამიები" არიან..! პირადად არავის არ ვეხები, საერთოდ - სამსახურს ვგულისხმობ.. Edited March 15, 2022 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2022 ნუ ამ ინციდენტზე ხო არაფერს ვამბობ..( !!!), მაგრამ როგორც გავიგე, ამ ომოს წინ, ისევე, როგორც ჩვენთან, უკრაინაშიც შევიდა გარკვეული რაოდენობის რუსი მოქალაქეები (არ ვიცი, იქნებ ჭორია) და როგორც ასევე გავიგე, შემდეგ, დივერსანტები აღმოჩნდნენ..ისე ბოდიშით, მაგრამ ჩვენი უშიშროება ხო "შაურმაჭამიები" არიან..! პირადად არავის არ ვეხები, საერთოდ - სამსახურს ვგულისხმობ..საემიგრაციო სამსახური, უშიშროება, პოლიტიკური ინსტიტუციები ვალდბულნი არიან თავიანთი მოვალეობა შეასრულონ.მიუღებელია ისტერიკული რუსოფობია. ქართველები იქ ნამდვილად უპრობლემოდ ცხოვრობენ და უნდა ვიყოთ ფრთხილად პუტინისტებმა პრობლემები არ შეუქმნან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted March 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2022 (edited) მიუღებელია ისტერიკული რუსოფობია. ჩემთვისაც..! არც ისტერიკული, არც არანაირი.. არშემოშვებაზე არ მითქვამს არაფერი.. უბრალოდ, უშიშროებამ უნდა შეამოწმოს, შესაბამისი (ფარული) მეთოდებით., როცა ასეთი დროა.. Edited March 17, 2022 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2022 ამაზე ჩემთვისაც..! არც ისტერიკული, არც არანაირი.. არშემოშვებაზე არ მითქვამს არაფერი.. უბრალოდ, უშიშროებამ უნდა შეამოწმოს, შესაბამისი (ფარული) მეთოდებით., როცა ასეთი დროა..ამაზე ორი აზრიც კი არ უნდა იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted March 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2022 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.