Jump to content
Planeta.Ge

ნიკა სიჭინავა: “ცხოველები არიან, ჩემ სახლში ორი 500 კილოიანი რაკეტაა”


Recommended Posts

უკრაინული “კოლოსის” თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ “სპორტი იმედის” ეთერში მოჰყვა ის რეალობა, რაშიც ცხოვრება და თავის გადარჩენა უწევთ.

“ჩვენ გუშინდელი დღე გადავიტანეთ ძალიან დიდი შიშის ქვეშ, გუშინ ყველაზე ძნელი დღე იყო, ჩვენ სახლს ჩერნიგორში დაეცა ჩამოგდებული თვითმფრინავი, ჩემი ოჯახის წევრები, მეუღლის დედა და პატარა და ცხოვრობენ იქ. სახლი დაიწვა, ღმერთს მადლობა, თვითონ გადარჩნენ. მაშველებმა ამოიყვანეს. სარდაფში იყვნენ ჩასულები, არ ელოდებოდნენ ისე, დაეწვათ ის ბოლო იმედი, კუთხე, რაც ჩერნიგორში ჰქონდათ. ვნერვიულობთ, ახლაც იქ არიან, ჩვენ ბინაში შევიდნენ, ახლოს, თუმცა უსაფრთხო არსად არ არის. ცოტა ჯანმრთელობაზეც ჭირვეულობენ. მეუღლის დედა გვეუბნება, რომ თვალებს ვეღარ ახელს, თითქმის დაკარგული აქვს ხედვა. პატარა და, ნახევარი საათის განმავლობაში იყვნენ ალში გახვეულები და ის, რაც იწვოდა, ყველაფერი შემოდიოდა სარდაფში და ალბათ, მოწამულია იმ გაზით და ჰაერით, რაც აფეთქების შედეგად მოხდა. ცოტა ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ მთავარია, გადარჩნენ”

“ჩერნიგოვში პირდაპირ ხაზი გადის ბელარუსიის საზღვართან. ჩემი უბანი, ჩემი ბინა, ეს არის გარეუბანი, პირდაპირ ბოლო ტერიტორია იმ საზღვრამდე, ქალაქის ბოლო. სასწაული ხდება უბრალოდ. ჩემი ყოფილი გუნდის წევრებიც იქ არიან, ჩერნიგოვში რომ ვთამაშობდი. ვერ გამოდიან, ვინც გამოვიდა, თავის თავს აყენებს საფრთხის წინაშე. ან გამოხვალ ან ვერა. გზები დანაღმულია, ხიდები დაბომბილი. დახმარება ვერ მიდის. მადლობა მეზობლებს, საჭმელ-სასმელი მიაწოდეს ჩემებს, ყურადღების გარეშე არ დატოვეს. მუშაობენ მოხალისეები, რომლებთაც მანქანები ჰყავთ და გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ, თუმცა ყველა ვერ ბედავს იქ წასვლას, სადაც ჩემები არიან, არ წყდება დაბომბვები.

“ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, არ ვიცი თქვენთან ანახებენ თუ არა, გასწორებულია. ერთი ცხრა სართულიანი კორპუსი არ დარჩა, სადაც ბომბი არ დავარდა. კიევის გარეუბანში იყო მწვანე კორიდორი გახსნილი და ხალხს დაუწყეს სროლა. იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა ევაკუაცია, სროლები მაინც განახლდა ამ დროს.

“ჩვენ აქ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ვართ, ბავშვები არიან 1-წლიდან 3-წლამდე. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ არის. ჯერჯერობით, გადავწყვიტეთ აქ დარჩენა. ყველა ნათესავები იქით არიან. ველოდებით პატარა შანსს, რომ მოვკიდოთ ხელი და წავიდეთ. ბოლო ორი ღამეა, შედარებით წყნარად გვძინავს, საათნახევარი – 2 საათი, ისე ძალიან ცუდად არის საქმე.

“გზაც უბრალოდ ძნელია, ჩვენ წავიდოდით მათ სანახავად, მაგრამ არ ხერხდება არანაირად. ჩემი მეუღლის მშობლებმა დარეკეს, მიხედეთ თქვენ თავსო. მაინც მშობლები არიან და ნერვიულობენ შვილზე. ჩვენ მათზე ვნერვიულობთ. გაქცევას სულ მოვასწრებთ, თუ გაქცევა ქვია ამას, ამას ქვია ოჯახის გაყვანა სამშვიდობოზე. ვისაუბრეთ ბიჭებმა და არის ასეთი შეთანხმება. თუ მოვახერხეთ და გავიყვანეთ სამშვიდობოს ოჯახები, ჩვენ ვბრუნდებით უკან და ვიდგებით დაცვაში. ჩემი ორი გუნდელი კიევშია, ავტომატით დგას სადაჯაროზე. ვინც მოახერხა ქალაქიდან გასვლა, ნუ, ცოცხლები არიან.

“რაც არი ქალაქებში დარჩენილი, ის საჭმელ-სასმელი გამოაქვთ. იქნებ, ეს მწვანე კორიდორი მაინც გაკეთდეს, რომ რაღაცა შეიტანონ. მე ასეთი განცხადება არასდროს გამიკეთებია, მაგრამ მართლაც ცხოველები არიან. ეს ვინც შორის არის, შეიძლება, ორსახად ჟღერდეს, მაგრამ ვინც აქ არის, ვინც ნახა ეს ყველაფერი. ჩემ სახლში, სადაც დაიწვა, ორი 500 კილოიანი რაკეტა არის, ის რომ აფეთქებულიყო, ნახევარი მოსახლეობა აღარ იქნებოდა. ერთი ჩემი მეზობელი გარდაიცვალა. ის ჭურვები, რომ აფეთქებულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდა. ქართველ ხალხსაც მადლობა, უკრაინა ხედავს ამ მხარდაჭერას.

“2008 წელს ვიყავი ფოთში, როცა ბომბი პორტში ჩამოაგდეს. 800 მეტრი იყო ჩემი სახლიდან, მამაჩემიც იქ მუშაობდა, დაჭრილები გამოყავდა. მე ის სიტუაცია გადავიტანე თავიდან ბოლომდე, ის 8 დღე. ქართველმა ერმა კიდევ “კარგად” გადაიტანა, აქ რომ ხდება ისეთი, ჩვენთან არ მომხდარა. 2-3 ქალაქი დაიბომბა, გორი, რაც ახლოს იყო, აქ კი მთლიანად უკრანას ბომბავენ და დასახლებულ პუნქტებს. არანაირ სტრატეგიულ ობიექტს ვერ დაარქმევ. დიდი 15-16 სართუალიანი სახლებია, უბრალოდ ცხოვრობს მოსახლეობა. 4-5 ჭურვა ეცემა სახლს და მიწასთან ასწორებს. აქ ხდება საშინელება, იყვნენ დაზარებულებები და მსხვერპლი, მაგრამ ეს ქართველს არ გადაუტანია, კიდევ მალე დავამთავრეთ ომი. აქ რომ ხდება, არცერთი ომი არ ყოფილა ასე.

“აქ, ომში გმირები არ არიან, აქ არიან მკვდრები ან ცოცხლები. ან ცოცხალი ან მკვდარი. ასეთი ომი მიდის”, – განაცხადა სიჭინავამ.

 

The post ნიკა სიჭინავა: “ცხოველები არიან, ჩემ სახლში ორი 500 კილოიანი რაკეტაა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...