planeta.ge Posted March 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2022 8 ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგაში და პირველ ლიგაში თამაშობენ. მთავარი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც 2 დღის წინ “როტორთან” თასის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.გულშემატკივრები მის წამოსვლას ითხოვენ, მაგრამ კვარაცხელია და სხვები ჯერ კიდევ რუსეთში რჩებიან იმ დროს, როცა 32-მა ლეგიონერმა უკვე დატოვა ჩრდილოეთი.უცხოური გამოცემები 3 ვარიანტზე საუბრობენ, თუ როგორ უნდა დატოვოს ლეგიონერმა რუსეთი.ფეხბურთელებს დღესვე შეუძლიათ კონტრაქტის გაწყვეტა, როგორც ეს მანამდე რაკიცკიმ, ვორონინმა და სხვებმა გააკეთეს. მათ შორის, შენგელიამ. რუსული კლუბები სამართლებრივ პრობლემებს ვეღარ ქმნიან.პროფესიონალურ ფეხბურთელთა ასოციაციამ უკვე მიმართა FIFA-ს და UEFA-ს, რუსეთში მოთამაშე ყველა ლეგიონერის კონტრაქტი ანულირებული იყოს. FIFA-მ გადაწყვეტილება 1 კვირაში უნდა მიიღოს.მარტში სანაკრებო პაუზა იქნება და თუ მანამდე სხვა გზები არ გამოვიდა, ფედერაციამ ნაკრებში გამოიძახოს და გარკვეული მიზეზებით, რისი დასაბუთებაც შეიძლება, უკან აღარ გაუშვას.გუშინ რუსულ ბომბებს დავით ხოჭოლავს ცოლის მამა ემსხვერპლა, ნიკა სიჭინავას ოჯახი ახლაც უკრაინაშია და მისი ოჯახის წევრები ჩერნიგოვში დაშავდნენ.The post 3 გზა, როგორ უნდა დააღწიოს თავი ქართველებმა რუსეთს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts