planeta.ge Posted March 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2022 მილანის “ინტერი” ტურინის “იუვენტუსიდან” პაულო დიბალას გადმობირებას ეცდება.მილანელები არგენტინელ თავდამსხმელთან კონტაქტზე გასვლას მანამდე ეცდებიან, ვიდრე ფეხბურთელი და “ბებერი სინიორა” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას დაიწყებენ.“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა უახლოეს დღეებში დიბალას აგენტს შეხვდება. წყაროს თანახმად, “ნერაძური” 28 წლის ფეხბურთელს ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებასა და წელიწადში შვიდნახევარ მილიონ ევროს შესთავაზებს. თავის მხრივ, “იუვენტუსი” დიბალასთვის სამწლიან კონტრაქტსა და წლიურად შვიდ მილიონ ევროს ამზადებს. არადა, გასული წლის ოქტომბერში არგენტინელ ფეხბურთელს “ბებერი სინიორასგან” გაცილებით ხელსაყრელი პირობები ჰქონდა: კონტრაქტი – 2026 წლამდე და ხელფასი – რვა მილიონი ევრო, რასაც ბონუსების სახით კიდევ ორი მილიონი დაემატებოდა.შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა ტურინულ კლუბში 2015 წლიდან გამოდის. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.პაულო დიბალამ ამ სეზონში “იუვენტუსის” ფორმით 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.The post “ინტერის” გენდირექტორი დიბალას აგენტს შეხვდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts