Jump to content
Planeta.Ge

“ორმაგი სტანდარტები” – ავღანელები, სირიელები, ლიბიელები აღშფოთებულები არაინ


Recommended Posts

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Fifa-მ და Uefa-მ რუსეთს და რუსულ კლუბებს ძალიან მალე უმძიმესი სანქციები დაუწესა და საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი აუკრძალა.

თამაშების დაწყების წინ ხშირად ჩნდებოდა ბანერები “არა ომს, შეაჩერე პუტინი” და მსგავსი მიმართვები. მთელი მსოფლიო უკრაინის გარშემო გაერთიანდა, რამაც თავიანთი კუთხით, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები აღაშფოთა.

მათი აზრით, ისინიც ომის მსხვერპლები არიან, თუმცა მსგავსი მხარდაჭერა არასდროს დაუფიქსირებიათ.

http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/jew.png

“ტიპიური ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა, მაგრამ ამით ნამდვილად გაოცებულები უნდა ვიყოთ!”

http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/Screenshot_4.png

“ახლა უკრაინის მოსახლეობა იტანჯება! უარი ვუთხრათ ორმაგ სტანდარტს. ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”

მსგავს კომენტარებს უცხოურ საფეხბურთო გვერდებზე ძალიან ხშირად შეხვდებით. ავღანელები, სირიელები, ლიბიელები, ლიბანელები ფიქრობენ, რომ მათთაც ძალიან დიდი დანაკარგები მიადგათ ომის გამო, მაგრამ საფეხბურთო საზოგადოებისგან ასეთი მხარდაჭერა არასდროს უგრძვნიათ.

The post “ორმაგი სტანდარტები” – ავღანელები, სირიელები, ლიბიელები აღშფოთებულები არაინ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...