planeta.ge Posted March 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2022 უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელოვეჟსკში მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ადასტურებს. შესაბამის ინფორმაციას ბელარუსში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასიც“. შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts