planeta.ge Posted March 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2022 რუსეთმა ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დერეფნებს შესახებ შეთანხმება კვლავ დაარღვია – ბრძოლები გრძელდება.სააგენტო Associated press-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთმა მეორედ დაარღვია და ოკუპანტი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე.აღნიშნულს ეხმიანება, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო:”რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სარაკეტო თავდასხმებს და დაბომბვებს კიევზე, მარიუპოლზე, ვოლნოვახაზე, სუმიზე, მიკოლაევზე, ხარკოვსა და სხვა დასახლებებზე. ეს შეუძლებელს ხდის უკრაინელი და უცხოელი მოქალაქეების ჰუმანიტარული კოლონების უსაფრთხოდ გამგზავრებას, ასევე მათთვის მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ მოსკოვის მცდელობებს, აიძულოს ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომ რუსეთსა და ბელარუსში წავიდნენ. აღნიშნული ქმედება მიუღებელია პროვოკაციების მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, მათ შორის ევაკუირებული მძევლების აყვანის ან რუსული არმიის მიერ მათი ცოცხალ ფარად გამოყენების […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts