planeta.ge Posted March 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2022 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასვლა და დახმარებაზე წვდომა. მე ასევე ხაზი გავუსვი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე. ჩვენ შევთანხმდით შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე გამართა სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია. უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ“, – აღნიშნა შარლ მიშელმა. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.