Jump to content
Planeta.Ge

“მე, ეროვნებით რუსი ხელოვანი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ომი არ იყოს ჩემს ქვეყანაში – საქართველოში”- ნიკოლაი სვენტიცკი


Recommended Posts

“რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებობს საპროტესტო, დიდი წერილი, რომელსაც ხელს მსოფლიოში ცნობილი რუსი ხელოვანები აწერენ… ამ წერილს ჩემი ხელმოწერაც ახლავს და ერთადერთი ვარ რუსეთის ქვეყნის გარეთ მყოფი ხელოვანებიდან, ვინც ხელი მოაწერა… ომის დაწყებიდან პირველივე დღეს შედგა ეს წერილი… თავად ვესაუბრე ოლეგ ბასილაშვილს, სხვებსაც, რომლებიც უკიდურესად აღშფოთებულები იყვნენ”, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კვირის პალიტრას  გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი ესაუბრა.

ნიკოლაი სვენტიცკი:

– საშინელებაა დღეს რაც ხდება, დიდი სისულელე მისი მხრიდან, ვინც ომი დაიწყო!

– რუსეთმა – ვლადიმერ პუტინმა დაიწყო?

– რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, მან დაიწყო, აბა, მე ხომ არ დამიწყია?!

– საქართველოს მთავრობის პოზიციაზე რას იტყვით?

– მთავრობისა და ხალხის მხრიდან ნამდვილად არის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა… კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეხმარება, სასტუმროები უფასოა… მოსახლეობა ეხმარება და ეფერება უკრაინელებს. ასე უნდა გაგრძელდეს და ადამიანები მაქსიმალურად გვერდით უნდა დავუდგეთ… მთავრობამ მხარი არ დაუჭირაო, რომ ამბობენ, მე ასე არ ვფიქრობ. რასაკვირველია, მხარდაჭერა არის, მაგრამ ჩვენ ომში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავებათ. პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს მაგის საშუალება, დიდ ქვეყნებს ვეომოთ.

სამწუხაროდ, მე ძალიან კარგად მახსოვს 2008 წელი, მანამდე რა ომებიც გადავიტანეთ, აქამდე გრძელდება ჩვენი ტანჯვა. დღემდე ვერ ჩავდივართ ოსეთში, აფხაზეთში, მე, პირადად, სოხუმში მაქვს ბავშვობა გატარებული, რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს მიწებია და ძალიან გვტკივა.

– კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თქვენ საქართველოში გაზრდილი, ეროვნებით რუსი ბრძანდებით…

– დიახ, საქართველოში გაზრდილი ვარ, ორი თაობა აქ ვცხოვრობთ… ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი მიწა-წყალია. რა ვქნა, სხვა არ მაქვს, აქ დავიბადე და აქ მოვკვდები!

– სოციალური ქსელი მოიცვა განცხადებამ – “მე ვარ ეროვნებით ქართველი და არ მსურს რუსი ეროვნების თუნდაც ტურისტად შემოვიდესო”…

– დიახ, მეც ბევრგან შემხვდა და, რა თქმა უნდა, დიდ შეცდომად მივიჩნევ. კიდევ კარგი, ეს ქვეყნის ოფიციალური პოზიცია არ არის… არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება, რადგან რუსეთში მილიონ-ნახევარი ქართველი ცხოვრობს და ხომ არ შეიძლება იქაურმა მოსახლეობამ ქართველებს ასე აგინოს?! ყველას უნდა მოვეფეროთ, რადგან ისინი ტურისტები კი არა, რეჟიმს გამოქცეული ხალხია. არანაირი ჯაშუშები ეგენი არ არიან, არ სურთ ჯარში წასვლა და ომში მონაწილეობის მიღება.

იხ. სრულად: kvirispalitra.ge

The post “მე, ეროვნებით რუსი ხელოვანი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ომი არ იყოს ჩემს ქვეყანაში – საქართველოში”- ნიკოლაი სვენტიცკი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...