Jump to content
Planeta.Ge

tia "ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი" - ირაკლი ოქრუაშვილი


Recommended Posts

1646384555_275245959_1380364215748771_2871986275365516657_n.jpg

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის.

 

"ერთი კვირის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს, ტყვიავში ხეივანზე ვიჯექი და ვაზს ვსხლავდი. გამვლელ-გამომვლელი ახლობლები მეტწილად იმას მეკითხებოდნენ ვაზის სხვლის სწავლა როდისღა მოვასწარი, არადა რა სწავლა მაგას უნდა თუ მოინდომე. ზოგი იმას მეუბნებოდა თუ როგორ უკვირთ სოფელში, რომ უშუალოდ მე ვმუშაობ, თანაც ძალიან ბევრს.

 

მოკლედ, გაგანია ომი მიდის, ვაზს ვსხლავ და ამ უაზრო შექება-კითხვებით და ომის დაწყებით გაბრაზებული საკუთარ თავს ვლანძღავ - რა ჯანდაბას ვაკეთებ ახლა მე აქ, როდესაც იქ ჩვენი ომია და უკრაინელები საქართველოს ბედს წყვეტენ.

 

შუადღე გადასული იქნებოდა Guram Chalagashvili-მა რომ დამირეკა - თბილისიდან შენთან ჩამოსვლა და დალაპარაკება მინდაო. ჯერ ისევ ხეივანზე ვიჯექი და სხვლას ვაგრძელებდი რომ მესტუმრა და ცეცხლზე ნავთი დამისხა - როდემდე აპირებ ამ სისულელეებით გართობას, რა შენი საქმე ვაზის სხვლა და ქლიავის ბაღების მოვლააო. სულ გამოვედი მდგომარეობოდან, ჩემი საყვარელი ვაზის მაკრატელი Felco 11 მარჯვნივ მივაგდე, გასაშლელი კიბე მარცხნივ და ახლა უკვე ჯაველინი მიჭირავს ვაზის მაკრატლის მაგივრად.

 

ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი თანაც იარაღით ხელში.

 

ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ - უკრაინაში.

 

პ.ს. არასოდეს დამავიწყდება პოლონეთის საზღვარზე ბევრი შეშინებული ბავშვის თვალები.

 

#СлаваУкраiнi", - წერს ოქრუაშვილი.

 

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...