planeta.ge Posted March 2, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2022 ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბს ყიდის.წყაროს თანახმად, რუსმა ბიზნესმენმა ინგლისური კლუბი გასაყიდად უკვე გაიტანა და მის სანაცვლოდ 4,82 მილიარდ ევროს ითხოვს. გარიგებაში შუამავლის ფუნქციას ამერიკული ბანკი Raine-ი ასრულებს.შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩმა 26 თებერვალს “ჩელსის” მართვის სადავეები კლუბის საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადასცა.რომან აბრამოვიჩი “ჩელსის” 2003 წლიდან ფლობს. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორ-ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, დაეუფლა უეფას სუპერთასსა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტულს, ხუთჯერ ინგლისის თასი, სამჯერ კი ქვეყნის ლიგის თასი დაისაკუთრა, ორჯერ მოიპოვა ინგლისის სუპერთასი.The post აბრამოვიჩმა “ჩელსი” გასაყიდად გაიტანა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts